მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიღბის გარეშე სიარული იგივეა, რაც ნასვამმა მართო მანქანა - აშშ-ს ჯანდაცვის ექსპერტი

5ef44e88945f4
ნათია თაქთაქიშვილი
25.06.20 14:00
940
Johns Hopkins University-ის მონაცემებით, აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 24,485 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2,371,422-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გაზრდილ კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ს ჯანდაცვის ექსპერტმა ჯონათან რაინერმა. მისი განცხადებით, ნიღბის გარეშე საზოგადოებრივ თავშეყრის აგილებზე გასვლა იგივეა, რაც ნასვამმა მართო მანქანა.

„მე მინდა გაიზაროს ხალხმა, თუ რამდენად სარისკო და საშიშია ნიღბის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის აგილებში გამოჩენა“,- განაცხადა ჯონათან რაინერმა.

აშშ-ს წამყავანი ეპიდემიოლოგის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ნიღბის ტარების პოლიტიზირება არ შეიძლება.

„ნიღბის ტარების თემა არ შეიძლება პოლიტიზირებული იყოს. ეს არის ცალსახად ჯანმრთელობის საკითხი. დაივიწყეთ პოლიტიკა და ინფიცირებულთა რიცხვებს შეხედეთ“- განაცხადა ფაუჩიმ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ს ზოგიერთ ნაწილში ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა შეინიშნება, მაგალითად ფლორიდაში ბოლო 24 საათში 5,500 ახალი კორონავირუსის შემთხვევა იქნა გამოვლენილი.

Johns Hopkins University-ის მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 646 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი ვირუსს 121,870 ემსხვერპლა, მათგან 22, 000 მხოლოდ ნიუ იორკში.