მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ გამყრელიძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

6065a7221897d
ინგა მურუსიძე
01.04.21 15:00
2857
“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

„ძალიან მიხარია, რომ საშუალება მომეცა ავცრილიყავი, რადგან 1 წლის წინ გადავიტანე კოვიდი, ანტისხეულები გამდიოდა და მიწევდა აცრა. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ ავიცერი „ასტრაზენეკათი“ და არა „ფაიზერით“, პასუხი არის ერთი - ორივე ვაქცინა დამზადებულია მსოფლიოში წამყვანი მულტინაციონალური კომპანიების მიერ და მათ ხარისხში ეჭვი არ მეპარება.

საკმაოდ დიდ ინფორმაციას ვფლობ ორივე მათგანთან დაკავშირებით და ორივეს ვენდობი. მომიწია რიგი „ასტრაზენეკათი“ და ავიცერი ამ ვაქცინით“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელძემ.

ინფორმაციისთვის, ნიკოლოზ გაგმყრელიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კორონავირუსი გადაიტანა.