25.ივლისი .2021 16:50

ნიკოლოზ გამყრელიძე: წამლების ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი ლარის გაუფასურებაა

ნიკოლოზ გამყრელიძე: წამლების ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი ლარის გაუფასურებაა
views 5207
უკან

“რამდენიმე კვირის წინ ჩვენი რეგულატორისგან საკმაოდ მკაცრი და არც ისე სამართლიანი განცხადება მოვისმინეთ, ეს ფარმაცევტულ სექტორს და წამლებზე ფასების რეგულირებას ეხება.” - ამის შესახებ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ გადაცემა BMG Drive-ში განაცხადა.

ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია თუმცა, ამ დისკუსიაში ფარმაცევტული კომპანიების "დემონიზაცია" საკმაოდ საფრთხილოა, რადგან წამლის ფასის ზრდის ძირითადი მიზეზი არა აფთიაქების მოგების მარჟა, არამედ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაა. ამასთან, ნიკოლოზ გამყრელიძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის ფასის რეგულირების გარდა, სხვა მექანიზმების დანერგვაც შეუძლია. 

“წამლებზე ხელმისაწვდომობა რომ მნიშვნელოვანია, ამაზე საუბარი არც არის. წამლების ფასი საიდან გამოდის ესეც ძალიან ტრანსფარენტულია. შინაარსში შეუსვლელად სექტორის დემონიზაცია ძალიან საფრთხილოა. წამლების ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟები არ არის, ამის ძირითადი მიზეზი ლარის გაუფასურებაა. იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ ამ დარგში 90%-ზე მეტი იმპორტირებულია.

ეს პროცესი, პიდაპირ პროპორციულად დევალვაციაზეა მიბმული, ბოლო 3-4 წელია ქვეყანაში ორნიშნა დევალვაციაა. რეგულირება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ რეგულირებით რას მივიღებთ? არ ვამბობს რომ ეს საკითხი მისახედი არ არის. ეს საკითხი მისახედია, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გასაზრდელია, მაგრამ ამისთვის სხვა მექანიზმები არსებობს, თუნდაც სახელმწიფოს ჩართულობის მექანიზმი. როდესაც სახელმწიფო გარანტირებული შემსყიდველი იქნება წამლის მომწოდებლისგანაც ბევრად უკეთეს პირობებს მიიღებს.” - განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისი მთავრობას მედიკამენტების ფასების რეგულირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, სადაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„ჯანდაცვის სერვისების ფასების სუსტი რეგულირება და პროვაიდერის შესაძლებლობა პაციენტებს ზედმეტი თანხა დააკისროს, ხელს უწყობს ჯიბიდან მაღალ გადახდებს და ოჯახების გაღატაკებას.

არაფორმალური გადასახადების აღმოფხვრის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში პროვაიდერებს შეუძლიათ დაადგინონ საკუთარი ფასები და პაციენტებს მოსთხოვონ გადაიხადონ განსხვავება ფასსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დადგენილ ტარიფს შორის“, - ნათქვამია WHO-ს ქართული ოფისის კვლევაში.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა