ნიუ-იორკის შტატის სენატმა მაინინგის ამკრძალავი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც Proof-of-Work (PoW) სისტემის კრიპტოვალუტების, მათ შორის, ბიტკოინის მაინინგს მინიმუმ ორი წლით კრძალავს. კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ის შტატის გუბერნატორის მიერ ოფიციალურად იქნება დამტკიცებული.
საგულისხმოა, რომ შეზღუდვა მხოლოდ იმ მაინინგ ცენტრებზე ვრცელდება, რომლებიც არაგანახლებადი წყაროებიდან მოპოვებულ ელექტროენერგიას იყენებენ.
კანონმდებლების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირება და მდგრადი განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობა, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკის მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
დოკუმენტის თანახმად, იმ კომპანიებს, რომელთაც სურთ ნიუ-იორკში მაინინგ-ოპერაციის გაგრძელება, მოუწევთ ენერგიის 100%-ით განახლებადი წყაროებით ჩანაცვლება და ამის შესახებ სპეციალური დოკუმენტაციის მომზადება.
ექსპერტების შეფასებით, მაინინგის აკრძალვა, როგორც საკანონმდებლო პრეცედენტი, ნეგატიურად აისახება კრიპტო-ინდუსტრიაზე, რადგან მას, შესაძლოა, ერთგვარი დომინოს ეფექტი მოჰყვეს და აშშ-ის სხვა შტატებმაც მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება რეალურ გავლენას ინდუსტრიაზე, ქვეყნის მასშტაბით მაინერების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კონცენტრაცია ნიუ-იორკშია, რაც მაღალი გადასახადებით და კომერციული ხარჯებითაა განპირობებული, შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე მაინინგის აკრძალვა ბაზარზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ნიუ-იორკი არც აქამდე იყო მაინინგ კომპანიებისათვის მიმზიდველი და საინტერესო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი