მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორებმა” The Legal 500 2022 წლის კვლევაში მაღალი შეფასება დაიმსახურა

625689631fa44
მარიამ იზორია
13.04.22 14:30
677
“ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორებმა” The Legal 500 2022 წლის კვლევაში კვლავ მაღალი შეფასება დაიმსახურა. ინფორმაციას კომპანია facebook-გვერდზე ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მაღალრეიტიგნული შეფასება მიიღეს კომპანიის იურისტებმაც.

“ჩვენმა კომპანიამ Legal 500 2022 -ში მაღალი რეიტინგი შეინარჩუნა. ჩვენი პარტნიორი ვახტანგ გამცემლიძე სფეროში წამყვან პიროვნებად კიდევ ერთხელ აღიარეს, გიორგი კეკენაძე კი როგორც მთავარი იურისტი, ისე შეფასდა.

დავების გადაწყვეტის მიმართულებით კი ჩვენი მმართველი პარტნიორი ლაშა ნოდია, სფეროში წამყვან პიროვნებად კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული. მაკა თოდუა კი, როგორც ამომავალი ვარსკვლავი, ისე შეაფასეს”,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.