27.სექტემბერი .2022 15:07

„ოლიმპიური ნაკრების ექიმების 50% 100-დან 300-ლარამდე ხელფასს იღებს“ - ასოციაციის პრეზიდენტი

„ოლიმპიური ნაკრების ექიმების 50% 100-დან 300-ლარამდე ხელფასს იღებს“ - ასოციაციის პრეზიდენტი
views 2625
უკან

სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტ ზურაბ კახაბრიშვილის განცხადებით, ოლიმპიურ გუნდში მოქმედი ექიმების 50%-ს მინიმალური ხელფასი აქვს და საკუთარი ვალდებულებების მომსახურებისთვის, შემოსავალს ტაქსაობით გამოიმუშავებენ. ამის შესახებ მან პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოლიმპიურ გუნდში 72 ექიმი გვყავს და მათი 50% 100-დან 300 ლარამდე ხელფასს იღებს.

„ხომ შეიძლება ყველა ფედერაციის პრეზიდენტი მოვიწვიოთ, ყველამ თქვას რა ბიუჯეტი აქვს და მერე გვკითხონ, მედიცინას რომ დააკლდა მილიონი, რატომ დააკლდა. როგორც შეიძლება შეჯიბრებების ბიუჯეტი შეკრებების ხარჯზე გაიზარდოს და მედიცინას დააკლდეს, იმ შეკრებაზე რისკ ფაქტორი რამდენია, ყველა ვარჯიშზე შეიძლება ათასი ტრავმა მოხდეს, ამიტომ არასწორად დაგეგმილი ვარჯიში და შეკრება ტრავმების მიზეზია, რომლითაც ჩემთან მოდიხართ.

ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ, მაქსიმუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, დანარჩენი 500 და 100 ლარი. მაშინ ჩვენ ცალკე ვიქნებით და რა გიჯდებათ თქვენი ექიმები, იმ სტანდარტებს დავსვამთ, თუ არადა მოძებნეთ მაშინ სხვა ექიმები, ყველა ფედერაციას ასე მივმართავ. ალბათ, ასე იქნება უკეთესი, რადგან ჯანდაცვის სამინისტროში საერთოდ არც ერთ მინისტრთან არ ვყოფილვარ შეხვედრაზე. მიზნობრივი პროგრამა და ხელფასების დანიშვნა, არ არის მგონი დიდი პრობლემა, უბრალოდ ყველამ ერთმანეთს მოვუსმინოთ, ეკონომიკური ზრდა ხომ არის ქვეყანაში, რაღაც გავაკეთოთ და კანონი მივიღოთ სპორტში, რომ ყველა დაცულები ვიყოთ შვილებიდან მაღალი მიღწევების სპორტით დამთავრებული“, - განაცხადა ზურაბ კახაბრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა