მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ომიკრონზე“ მეტად, უთოვლობა გვაშინებს“ - სასტუმრო „გუდაური ჰათი"

61d9519b34b47
თათია კაკიაშვილი
09.01.22 10:09
2468
კოვიდ–19–ის „ომიკრონის" შტამდე მეტად, უთოვლობა გვაშინებს“, - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმრო „გუდაური ჰათის“ მენეჯერმა და კომპანია „ჰელისკის“ სამთო გამყოლმა გია აფაქიძემ განუცხადა. მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, წელს სამთო კურორტებზე გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.

„გასულ წელს გუდაურში სეზონი საკმაოდ გვიან - 8 მარტს დაიწყო, ამიტომ ამ მხრივ წელს შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. იმის გათვალისწინებით , რომ ამ ეტაპზე თოვლი ნაკლებია, დამსვენებლების ნაწილმა გუდაურის სასტუმროებზე ჯავშნები იანვრის შუა რიცხვებამდე გადადო. ვიმედოვნებთ, რომ თოვლი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონი ჩავარდება“, - განაცხადა გია აფაქიძემ.

მისივე თქმით, დამსვენებლების ნაწილს ახლა პრობლემას საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა უქმნის, რომლის სარემონტო სამუშაოებიც, სეზონის გახსნის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

რაც შეეხება „გუდაური ჰათს“, სასტუმრო დამსვენებლების მისაღებად მზადაა:

„ჩვენთან კოვიდტესტირებებიც ხშირად კეთდება, უბრალოდ უნდა ითქვას, რომ ევროპელი დამსვენებლები აქ მაინც რიგი შეზღუდვებით ჩამოდიან. რაც შეეხება, ზოგადად, უცხოელ ტურისტებს, წელს უფრო მეტად ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნებიდან ვმასპინძლობთ, ძირითადად, უკრაინიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. გვაქვს მოლოდინი, რომ მარტის ბოლომდე, სანამ სეზონი გასტანს, მეტი უცხოელი დამსვენებელი გვეყოლება, რა თქმა უნდა, თუ კორონავირუსის მხრივ დამატებითი შეფერხებები არ გაჩნდება“, - განაცხადა გია აფაქიძემ.