ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოების ნუსხა დამტკიცდა.
ჯანდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანება განსაზღვრავს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებს და ამ მიზნით ადგენს ფაქტორებს, აგენტებს და აღწერს სამუშაო პროცესებს, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების, ასევე ნაყოფისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
ბრძანება ადგენს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოების ჩამონათვალს. ასეთებია: სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ (ტვირთის გადატანა) და შრომით (ერგონომიკა) დატვირთვასთან; სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ქიმიურ აგენტებთან; სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ ფაქტორებთან; სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ბიოლოგიურ აგენტებთან; სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევ ფაქტორებთან.
კერძოდ, ბრძანების თანახმად, მაგალითად ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად 5 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან, ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა, ასევე მექანიკური დამხმარე საშუალებების, როგორიცაა დომკრატის და ტვირთის ამწევი სხვა მოწყობილობების გამოყენება, მაქსიმალური დატვირთვით ნებისმიერი მიმართულებით, რომლებიც შეესაბამება 5კგ-ზე ან 10 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის აწევასა და გადატანას.
ორსულობის 27-ე კვირიდან დაუშვებელია ორსული ქალებისათვის ნებისმიერი წონის ტვირთის გადატანა.
ორსულობისას და მშობიარობიდან 16 კვირამდე მძიმედ და საშიშად მიიჩნევა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ხშირ მოუხერხებელ მოძრაობებთან და პოზებთან, როგორიცაა მაგალითად სხეულის მნიშვნელოვანი დაჭიმვა (იგულისხმება გასწორება) ან მოხრა, ხანგრძლივი ჩაცუცქვა ან დახრა, ასევე საქმიანობა სხეულის ფიქსირებული პოზით მოძრაობის გარეშე. ასეთ საქმიანობებს ასევე განეკუთვნება სხეულზე გარე ძალის ზემოქმედება, როგორიცაა დარტყმა, ვიბრაცია და რყევა.
ორსული ქალები არ უნდა ასრულებდნენ საწარმოო ოპერაციებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო საგნების მხრის სარტყელზე მაღლა აწევასთან, საგნის იატაკიდან აწევასთან, ფეხებისა და მუცლის პრესის კუნთების უპირატეს სტატიკურ დაძაბვასთან, იძულებით სამუშაო პოზასთან (ჩაცუცქვა, მუხლებზე დგომა, მკერდითა და მუცლით დანადგარებსა და სამუშაო საგნებზე მიყრდნობა, მოხრილ მდგომარეობაში ყოფნა), სხეულის დახრასთან 150-ზე მეტად.
ორსული ქალებისათვის გამორიცხული უნდა იყოს სამუშაოები ისეთ დანადგარებთან, რომელთა მართვისათვის გამოიყენება ფეხის სატერფული, კონვეიერზე მუშაობა იძულებითი რიტმით, მონოტონური სამუშოები და სამუშაოები თანმხლები ნერვულ-ემოციური დაძაბულობით.
აკრძალულია ასვლა/ჩამოსვლა ვერტიკალურ კიბესა და ბოძზე ფეხმძიმობის დადგენის დღიდან.
ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისათვის აკრძალულია ღამის სამუშაოების შესრულება, მუშაობა ცვლებში რეგულარული ცვლიანობის უკუროტაციის სისტემით (ღამის ცვლა, გვიანი ცვლა და ადრიანი ცვლა) ან ერთმანეთის მომდევნო ცვლებში მუშაობა.
რეკომენდებულია დამსაქმებელმა ღამის სამუშაოზე დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალი გადაიყვანოს დღის სამუშაოზე, თუ ეს შეუძლებელია, გაათავისუფლოს დასაქმებული თავისი მოვალეობის შესრულებისაგან დროებით, რამდენიც საჭიროა მისი და/ან ნაყოფის/ბავშვის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის და ა.შ.
სრული ჩამონათვალი იხილეთ საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე:
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი