მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე: 1 თებერვალს გამოჩნდება, რომელი სფეროს გახსნის რეკომენდაციას გავცემთ

5ffeb3f9a983a
ვიქტორია მღებრიშვილი
13.01.21 12:59
899
"1 თებერვალს გამოჩნდება რომელი სფეროს გახსნის რეკომენდაციას გავცემთ", - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ეკონომიკის გახსნის პროცესში ეპიდემიოლოგების რჩევებს შეეხებოდა.

მისი თქმით, საიმედო ნიშანია ის, რომ ბოლო თვეების მანძილზე პირველად ტესტირების ნაწილში ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი 8%-იან ნიშნულზე ჩამოვიდა, თუმცა ის ამბობს, რომ ბიზნესის გახსნისას მთვრობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს 

„დღეს არის 1 600-ზე მეტი შემთხვევა, გუშინ იყო 1 800, მაგრამ ერთი საიმედო ნიშანი ის არის, რომ პირველად ამ თვეების მანძილზე 19 000 ტესტი გაკეთდა და იქიდან რაც იყო დადებითი, ეს დაახლოებით 8%-ია. პირველად მოხდა, რომ ჩვენ გატესტილებიდან ჩამოვედით 10%-ზე დაბლა. ეს საიმედო მაჩვენებელია, მაგრამ თავისთავად როდესაც 1 600-ია ავადობა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ 1 თებერვლიდან ბიზნესები რომ გაიხსნება, და ბევრი გაიხსნება, ეს არ მოგვიტანს ისევ იმას, რომ ცოტა ხანში დღეში ისევ 5 000-იან მაჩვენებელს დავუბრუნდეთ“, - განაცხადა იმნაძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ახალი წლის პერიოდის შედეგებიც შეაფასა და თქვა, რომ 1 კვირის თავზე საგანგაშო მაჩვენებლები არ გვაქვს და დასძინა, რომ საბოლოო შედეგებზე საუბარს კვირის ბოლოსთვის შეძლებს.

"მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდა მოსახლეობა ახალი წლის ზეიმებს, რადგან არ ჩანს დრამატული მატება, თუმცა გავიხსენოთ სექტემბერი, როდესაც 1 800-ზე ავედით, რა ხდებოდა, ახლა რომ ჩამოვედით 1 800-ზე, გვიხარია. ამიტომ 1 600-1 800 - ის მონაცემი არ არის, რომ დავმშვიდდეთ, ყველაფერი გავხსნათ და ისევ 5 000-იან მონაცემს დავუბრუნდეთ“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.