მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე: „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ ორივე მაღალი ხარისხის ვაქცინაა

604ef54fb872d
თელარა გელანტია
15.03.21 09:46
875
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ ორივე მაღალი ხარისხის ვაქცინაა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საჯაროდ გაკეთების შემდეგ განუცხადა და თავის კოლეგებს და თანამოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

მისივე ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით, 2000-ზე მეტი მედიკოსი იყო რეგისტრირებული. „ვერ ვიტყვი, რომ დაბალია აქტივობა და ისეთი მაჩვენებელია, რომ განგაშის საფუძველს იძლევა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე - ვაქცინაციის მიზნით რეგისტრირებული მედპერსონალის ასეთი რაოდენობა ხომ არ აიხსნება „ასტრაზენეკას“ მისამართით არსებული კითხვებით, NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ თქვა, რომ „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ ორივე მაღალი ხარისხის ვაქცინაა.

"ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ფაიზერი“ იქნება, თუ „ასტრაზენეკა“ . ეს არის ერთნაირი ხარისხის, მაღალი ხარისხის ვაქცინები. როცა „ფაიზერის“ შემოტანაზე იყო საუბარი, მაშინ მის შემოტანაზე ატეხეს ამბავი და იძახდნენ „ვაიმე „ფაიზერიო“. ახლა არის - „ასტრაზენეკაზე“. არავითარი პრობლემა არ არის. ის, ვინც ვაქცინის წინააღმდეგია, ყველა ვაქცინის წინააღმდეგია და გთხოვთ, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროთ", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.