მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე: ინფიცირების დღიური რიცხვი რეალურად 10 000 მაინც იქნება

5fbd52863b332
თამთა ჯიჯავაძე
24.11.20 22:33
7212
ჩვენი გათვლებით დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000 მაინც იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღიურად 2-3-ჯერ უფრო მეტი იქნება ინფიცირების რეალური მაჩვენებელი დადასტურებულ მაჩვენებელთან შედარებით.

„ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქი პაციენტები, რომლებიც არ მიდიან [საავადმყოფოებში] იმისათვის, რომ ან გაიტესტონ ან ჯანდაცვის სისტემაში მოხვდნენ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში უკვე 111 818-ია.

7-დღიან პერიოდში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებით მსოფლიოში პირველ ადგილზე საქართველოა - NYT