მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე კოლეგებს მიმართავს

604eeebca67ef
თელარა გელანტია
15.03.21 09:18
663
დღეიდან საქართველოში ვაქცინაცია იწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იყო პირველი, რომელმაც covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა რამდენიმე წუთის წინ საჯაროდ გაიკეთა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საქართველოში ეპიდემიის დასრულების დასაწყისია.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - საქართველოში ეპიდემიის დასრულების დასაწყისია. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ვაქცინა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ნორმალური ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდეს. აქედან გამომდინარე, ჩემს ყველა კოლეგას, ნებისმიერ თანამოქალაქეს მოვუწოდებ, რომ გაიკეთონ ვაქცინა, რადგან ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებელად, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ჩემს კოლეგებს ეხება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.