მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პანდემიამ კატერების ბიზნესი გაანადგურა” - "რივერ თრიფი"

5f254cda27cb9
ანა ჯოხაძე
01.08.20 17:40
799
“პანდემიამ კატარების ბიზნესი გაანადგურა”- ამის შესახებ bm.ge-ს თბილისში მტკვრის სანაპიროზე კატერების გამქირავებელმა კომპანია "რივერ თრიფის" წარმომადგენელმა განუცხადა. როგორც ანა სამხარაძე ამბობს, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე  კატერების გაქირავების სერვისზე მოთხოვნა 95%-ითაა შემცირებული და პანდემიისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებას ვერც შიდა ტურიზმის ხარჯზე ახერხებენ. 

“პანდემიამ რეალურად კატერების ბიზნესი სრულად გაანადგურა. ეს იმის გამოა, რომ ტურისტები საერთოდ არ გვყავდა როცა კარანტინი იყო და დღესაც არ გვყავს. ფაქტობრივად, მუშაობა 90-95%-ით არის შემცირებული. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სერვისები, ვცდილობთ ვიმუშაობთ ქართველ მომხმარებელზე, მაგრამ მოთხოვნა ძალიან დაბალია. საქართველოში დაბალი ეკონომიკური განვითარების და სოციალური ფონის გათვალისიწინებით ვფიქრობ, ნაკლებად შესაძლებელია, რომ დაბალანსდეს საერთაშორისო ვიზიტორებისგან მისაღები სარგებელი შიდა ტურიზმით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კუთხით არ უნდა ვიმუშაოთ”-ამბობს ანა სამხარაძე.