მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარკირება კერძო ავტომობილით გადაადგილების ერთგვარი წახალისებაა... ადგილებს არ ვამატებთ - წილოსანი

61e918dff1aa7
ინგა მურუსიძე
20.01.22 12:11
1778
"პარკირება არის კერძო ავტომობილით გადაადგილების ერთგვარი წახალისება, შესაბამისად, პარკირების ადგილების რაოდენობა არ შეგვიზღუდავს, თუმცა არ ვამატებთ", - ასე უპასუხა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა bm.ge-ს შესაბამის კითხვას.

"ჩვენ ვახდენთ პარკირებების ოპტიმიზაციას, მერმაც დააანონსა, რომ ფილარმონიასთანაც მიწისქვეშა პარკირება გაკეთდება, როცა დაიწყება მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია. ამ ტიპის ღონისძიებებს გავაგრძელებთ.

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ურბანული სივრცეები გამოვიყენოთ პარკირების ადგილების დამატებისთვის, ეს არც გაგვიკეთებია და არც გავაკეთებთ“, - განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე - რა შეიცალა მას შემდეგ, რაც ქალაქში „სითი პარკი“ აღარ მოქმედებს, წილოსანმა უპასუხა, რომ ამ კომპანიასა და დღეს მოქმედ სისტემას შორის, პრინციპული სხვაობაა.

„სითი პარკის“ გაშვების უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ მოქალაქეებს აჯარიმებდა უსამართლოდ, ჯარიმა მიდიოდა პარკირებაში და შესაბამისად, ოპერატორის მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაეჯარიმებინა. ბიზნეს-მოდელი იყო არასწორი. „სითი პარკი“ იქცეოდა არაკეთილსინდისიერად. ასეულობით და ათასობოთ ჯარიმა უქმდებოდა სასამართლოს მიერ, ალბათ ბევრი იყო ისეთი ჯარიმა, რომლის გასაჩივრებაც ადამიანს დაეზარა და მოუწია გადახდა. ამიტომ „სითი პარკის“ მოდელის შედარება დღევანდელ მოდელთან არასწორია“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.