მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PayPal კომპანია Honey-ის 4 მილიარდ დოლარად ყიდულობს

5dd6a270c4a56
ნათია თაქთაქიშვილი
21.11.19 18:41
2441
PayPal-ი აცხადებს, რომ 4 მილიარდ დოლარს დახარჯავს კომპანია Honey-ის შესაძენად და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი შენაძენია. კომპანია Honey-ი არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც მოსახლეობას აძლევს ფულის დაზოგვის საშუალებას სარფიანი გარიგებების აღმოჩენით.

პლატფორმა Honey-ი შარშან გამოჩნდა "ფორბის" სტარტაპების სიაში, რომლის შემოსავლმა 100 მილიონი დოლარი შეადგინა 2018 წელს. Honey-ი ასევე მომგებიანი იყო წმინდა მოგების თვალსაზრისითაც.

"Honey-ი არის PayPal- ის ისტორიაში ყველაზე დიდი შენაძენი. ეს არის სერვისების ყველაზე ფართო პორტფელი, რომელიც მომხმარებლებს უმარტივებს ვაჭრობას", - განაცხადა დენ შულმანმა, PayPal– ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

Honey-ი პრომო კოდებისა და ვაუჩერების მეშვეობით მომხმარებელს აძლევს საშუალბას დაზოგონ ფული ონლაინ ვაჭრობის დროს და თავლყური ადევენონ სასურველ პროდუქტზე ფასდაკლებებს. აღსანიშნავია, რომ პლათფორმას 17 მილიონ ადამიანზე მეტი მომხმარებელი ყავს თვეში და 30 000-ზე მეტ საცალო მაღაზიასთან თანამშრომლობს.
კომპანია Honey-ი დაფუძნებულია ლოს-ანჯელესში 2012 წელს. ის PayPal-ის ისტორიაში ყველაზე დიდი გარიგებაა. აღსანიშნავია, რომ PayPal-მა გასულ წელს 2.2 მილიარდ დოლარად შეიძინა შვედური ფინტექ სტარტაფი.

წყარო: Forbes