მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PCR და ანტიგენის ტესტების ჩატარება კვლავ უფასოა - საკოორდინაციო საბჭო

613f1db17dc3f
ინგა მურუსიძე
13.09.21 13:44
2080
PCR და ანტიგენის ტესტების ჩატარება კვლავ უფასოა, - ამის შესახებ უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ჯგუფებისთვის ტესტირება კვლავ უფასოა და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ ტესტირების ჩატარება არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის ფასიანი გახდეს.