მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აიცერი, ვაქცინა გვიცავს!" - ჯანდაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას იწყებს

604f730d0cb97
ინგა მურუსიძე
15.03.21 18:44
911
"აიცერი, ვაქცინა გვიცავს!" - ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ ექიმები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში, საერთო სახის რეკომენდაციებს ავრცელებენ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

"ასტრაზენეკას" ვაქცინა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული და იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტიანობის და ხარისხის მკაცრ სტანდარტებს. ვაქცინაცია ამცირებს ინფიცირების, ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს. ვაქცინა პანდემიის დასასრულია.

სპეციალისტების განცხადებით, აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ, მოქალაქე დაცულია ინფიცირებისგან. აუცილებელია ვაქცინის ორივე დოზის მიღება სრული იმუნიტეტის მისაღწევად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მიღებული გაქვთ ვაქცინის ორივე დოზა, აუცილებელია დაიცვათ სოციალური დისტანცია და ატაროთ პირბადე. აცრის დრო წინასწარაა ჩანიშნული, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავლობა.

"ასტრაზენეკას" ვაქცინა 3 თვეზე მეტია გამოიყენება გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირის ქვეყნებში, კანადაში, ავსტრალიაში და მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. ევროკავშირში "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრილია 5 მლნ, გაერთიანებულ სამეფოში 11 მილიონზე მეტი ადამიანი.

COVID-19-ის ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა! აიცერი და დაიცავი შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა! ვაქცინა გვიცავს! ერთად შევაჩეროთ COVID-19-ის პანდემია!", - ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.