20.ოქტომბერი .2020 11:40

პირბადეების გამოუყენებლობა შესაძლოა გარე სივრცეშიც ჯარიმას დაექვემდებაროს

views 1134
უკან

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდა გარე სივრცეში მოქალაქეები პირბადეების გამოუყენებლობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. ამის შესახებ მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვა: პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში როგორც დახურულ, ასევე გარე სივრცეში პირბადის გამოუყენებლობაზე მოქალაქეები ჯარიმდებიან. წინა დღეებში გაკეთდა განცხადებები, რომ „შოლტის პრინციპით“ არ უნდა ვიმოქმედოთ, რადგან მოქალაქეთა ნაწილი არ ატარებს პირბადეს, ხომ არ სჯობს რომ იყოს ჯარიმა, ვიდრე პოლიციის რესურსი დაიხარჯოს მეტროში თუ მსგავსი მონიტორინგებისას?

„პირბადეების არ გაკეთება ჩვენთანაც ისჯება, ჯარიმაა ამაზე დაწესებული დახურულ სივრცეში პიბადის გარეშე სიარულისთვის, თუმცა ჩვენ ისეთ ეტაპზე ვართ, არ უნდა გვჭირდებოდეს ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდოთ მოქალაქეებს, არ უნდა გვჭირდებოდეს „შოლტის ეფექტით“ მუშაობა.

ამ მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ჩვენი მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან რეკომენდაციებს. თუ იქნება იმის საჭიროება და თუ დავინახავთ, მათ შორის გარე სივრცეში, რომ ამის საჭიროება არის, ამას გავაკეთებთ და საკანონმდებლო ცვლილებები არ იქნება პრობლემა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა