მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადის არტარებაზე ჯარიმა, შესაძლოა, არა - 50, არამედ 20 ლარი იყოს

5ede1f87cfb5d
ინგა მურუსიძე
08.06.20 15:30
10266
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოდის ინიციატივით, რომ პირბადის არტარებაზე ჯარიმის ოდენობა 20 ლარი იყოს და არა - 50. განცხადება ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

"ზოგადად, ვფიქრობ ყველა დამეთანხმებით, რომ საჯარიმო სახდელის ოდენობა უნდა იყოს იმდენი, რომ აღწევდეს მიზანს. ვფიქრობ, საჯაროიმო სახდელის ოდენობად საკმარისი იქნება 20 ლარი. ანუ, ამ მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნება 20 ლარიანი ჯარიმა და არ იქნება საჭირო 50 ლარიანი ჯარიმის დაკისრება. ხშირად მოქალაქე არის დაბალი შემოსავლის და შესაძლოა, ეს ჯარიმა მისთვის მძიმე ტვირთი იყოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

განცხადება გააკეთა, ასევე, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ანრი ოხანაშვილმაც. მისი თქმით, ის არ არის წინააღმდეგი, ჯარიმის ოდენობა 20 ლარი იყოს და აღნიშნა, რომ საკითხს გუნდი დაჩქარებულად განიხილავს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯარიმები არ ეხება 16 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია პირბადის ტარება.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკითხს მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავენ და გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

მისი განმარტებით, პირბადის ტარების ვალდებულების შესახებ კანონი დროებითია და იმოქმედებს იქამდე, ვიდრე მთავრობა პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს.

ინფორმაციისთვის: ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას, ასევე სავაჭრო მოლებში და საზოგადობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას დაჯარიმებას 50 ლარით. იგივე რეგულაციები იმოქმედებს ტაქსით გადაადგილების დროსაც და ჯარიმის ოდენობა ამ შემთხვევაშიც 50 ლარი იქნება.

კანონპროექტის ინიციატორები საპარლმენტო უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე არიან.