მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირბადის გარდა, ვირუსის გავრცელების შეკავების საშუალება ისევ და ისევ ლოქდაუნია“ - კულუმბეგოვი

606ef2f097b71
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.21 16:45
516
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, როგორც კი კლინიკურ სექტორზე დატვირთვა იზრდება, სახელმწიფოს მეტი არჩევანი არ რჩება, გარდა იმისა, რომ ვირუსის გავრცელება მექანიკურად შეზღუდოს.

ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შეფასებისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პირბადის ხმარება ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციული საშუალებაა.

„ეს ერთადერთი ხსნაა, სხვა ზემოქმედების საშუალება რაღაც ეტაპის შემდეგომ ისევ და ისევ ლოქდაუნის გამოცხადებაზე გადის. ეს შეიძლება არ იყოს ხვალ და ზეგ, მაგრამ ლოგიკური დროის შემდეგ. თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ და ეკონომიკური რეცესია კიდევ უფრო არ გაღრმავდეს, რაც სამწუხარო რეალობის წინაშე აყენებს ქვეყანას და თითოეული ადამიანი და ოჯახი გრძნობს ამას, ერთადერთი გამოსავალი პირბადის ხმარება და ვაქცინაციაა“, - განაცხადა იმუნოლოგმა.