ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ მედიას ტრადიციულად ახალი ინფიცირებულების covid-გეოგრაფია გააცნო.
მისი თქმით, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, აჭარის რეგიონში კი - კლებაა.
„Covid-ინფიცირებულების რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია: სამწუხაროდ, ახლა პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა ჩვენ - გვაქვს 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აჭარაში საბედნიეროდ იკლებს, მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო - გვყავს 172 ახალი ინფიცირებული, მესამე ადგილზეა იმერეთი 117 ინფიცირებულით, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი - 16 ახალი პაციენტით, გურიასა და შიდა ქართლში გვაქვს 7-7 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლში - 2, კახეთში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 2, მცხეთა- მთიანეთში კი - 1“, - განაცხადა ენდელაძემ.
ცნობისთვის: 11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსმა კიდევ 7 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულების რაოდენობა 523-ით გაიზარდა, ხოლო ვირუსი 208 პაციენტმა დაამარცხა.
სრული სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 11794
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 6327
მათ შორის გარდაცვლილი - 85
კარანტინის რეჟიმში - 5590
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1393
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41 .
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას