მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიეტუვას აკრძალული აქვს რუსული და ბელარუსული ინვესტიციები სტრატეგიულ დარგებში"

6231f8024dfd8
სალომე მეცხვარიშვილი
16.03.22 19:45
982
ლიეტუვის ელჩი საქართველოში მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გამოსაფხიზლებელი სიგნალია მსოფლიოსთვის, შეწყვიტონ იმპორტი რუსეთიდან და შესაბამისად, რუსული რეჟიმის დაფინანსება. ამის შესახებ მან EUGBC-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ანდრიუს კალინდრას თქმით, ამ კონტექსტში საუბარი არამხოლოდ რუსეთზე, არამედ ბელარუსზეც არის, რომელიც საკუთარ ტერიტორიებს უხსნის აგრესორს უკრაინაზე შეტევის განსახორციელებლად.

დიპლომატი ამბობს, რომ საჭიროა, საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაცია, რებრენდინგი და გადააზრება, რაც დღეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

კითხვაზე ვისი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი? - დიპლომატი ასე პასუხობს:

“შემიძლია, ჩემი ხელისუფლების გადაწყვეტილებები მოგიყვანოთ. მაგალითად: თუ ინვესტიციები აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოდის, ძალიან მკაცრი კონტროლი ხდება. მხოლოდ საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ ვეუბნებით თანხმობას ასეთ ინვესტორებს. ამასთან, არ გვაქვს არცერთი რუსული ან ბელარუსული ინვესტიცია სტრატეგიულ მიმართულებებში, როგორებიცაა: ტრანსპორტი, ტელეკომუნიკაცია, ენერგეტიკა და საფინანსო სექტორი.

ყველაფერთან ერთად, ჩვენი ხელისუფლება ეუბნება ბიზნესს, რომ ეს ბაზრები არ არის უსაფრთხო. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ბიზნესის პასუხისმგებლობაა გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მთავრობის სიგნალი არის ძალიან მკაფიო და ცხადი”, - აცხადებს დიპლომატი.