მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაყიდვებით 2019 წლის დეკემბრის მაჩვენებელს 30-40%-ით გადავუსწარით – koton

61cdab66d87b9
მარიამ იზორია
03.01.22 14:35
632
მაღაზიათა ქსელ KOTON-ში დეკემბრის აქტივობით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, უფრო დიდი ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, რაც გაყიდვების მაჩვენებელზეც აისახება.

როგორც კომპანიის საოპერაციო მენეჯერმა რუსუდან ჯანეზაშვილმა bm.ge-სთან საუბარში აღნიშნა, მათი სექტორისთვის ახალი წლამდე ბოლო ოთხი დღე გადამწყვეტია, რადგან სწორედ ამ პერიოდში მაღაზიები ყველაზე მეტ ადამიანს ემსახურებიან.

„2021 წლის ბოლოსკენ ხალხმრავლობა განსაკუთრებით შეინიშნებოდა; ეს ფასდაკლებების სისტემის ხარჯზეც ხდება.
მომხმარებელი, ძირითადად, საახალწლო აქსესუარებს და სასაჩუქრე ვაუჩერებს ყიდულობს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათი რაოდენობა გაზრდილია, როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად. კერძოდ, 2021 წლის დეკემბერში გაყიდვებით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 30-40%-ით გადავუსწარით“, - აღნიშნავს koton-ის საოპერაციო მენეჯერი.