დღეს საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში პოლიტიკური შემოწირულობების სახით სულ 35.4 მილიონი ლარი გაიცა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 17 მილიონი ლარი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. ეს მთლიანად პოლიტიკური შემოწირულობების 48%-ია. წელსაც, ისევე როგორც სხვა არჩევებზე, მმართველი პარტიის დონორებს შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ ის ბიზნესჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებთან არიან დაკავშირებული.
სულ პოლიტიკური შემოწირულობების მაჩვენებლები ასეთია (ტოპ 10):
1) ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 17,086,626 ლარი;
2) ლელო საქართველოსთვის - 5,075,844 ლარი;
3) ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია - 3,735,583 ლარი;
4) ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის - 2,793,574 ლარი;
5) ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2,279,850 ლარი;
6) საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1,864,635 ლარი;
7) თავისუფალი საქართველო - 475,635 ლარი;
8) სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის - 336,555 ლარი;
9) სოციალური სამართლიანობისათვის - 320,989 ლარი;
10) ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები - 257,243 ლარი.
დღევანდელი არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3,526,023 ადამიანი არის რეგისტრირებული. ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ შექმნილია 3,657 საარჩევნო უბანი. მათ შოის უცხოეთის 38 ქვეყანაში 52 უბანი არის გასხნილი. საზღვარგარეთ ჯამურად 14,170 ამომრჩეველი არის რეგისტრირებული.
ცესკოს გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი 7,150 ადამიანი და თვითიზოლაციაში მყოფი 3,695 ამომრჩეველი ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის