მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრაშანტ ჯოში: სოციალური პასუხისმგებლობა არის ბიზნესის ფილოსოფია, რომლიც ყველა ენერგო პროექტის განხორციელების ნაწილი უნდა იყოს

5dd673911b138
BM.GE
21.11.19 15:25
1454
დღეს სასტუმრო ბილტმორში გამართულ საერთაშორისო ფორუმს კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში დაესწრო. ფორუმის ფარგლებში განხილული იყო ჰიდროენერგო სექტორის განვითარების პროცესში არსებული გამოწვევები და პერსპექტივები.

"საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, განავითაროს ჰიდროენერგო რესურსი და გაზარდოს ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება. ამავდროულად მნიშვნელოვანია ყველა ენერგო პროექტი განხორციელდეს დაინტერესებული მხარეების, როგორიც არის მთავრობა, არასამთვრობო სექტორი, ადგილობრივი მოსახლეობა, მედია აქტიური ჩართულობით. ძალიან მისასალმებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ასე აქტიურია საქართველოში, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ყველა საკითხზე სასუბროდ. რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, მიმაჩნია სოციალური პასუხისმგებლობა არის ბიზნესის ფილოსოფია რომლის განხორციელებაც ყველა ენერგო პროექტის საქმიანობის ნაწილი უნდა იყოს", – განაცხადა პრაშანტ ჯოშმა.

ღონისძიებას ენეგეტიკის განვითარების ფონდის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ენერგო საექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.