მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

635fbacfb9aae
BM.GE
31.10.22 16:07
598
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და ასევე აბუ-დაბის საამიროს მსხვილი საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელობასთან გაიმართება. განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღევანდელი სტატუსი და მისი განვითარების მომავალი პერსპექტივები.

„რა თქმა უნდა, საუბრის ძირითადი თემა იქნება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა“, - ამბობს პაატა კალანდაძე.

მისივე თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება, რადგან წელს ორი ქვეყანა ზეიმობს ს, რომელიც მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს შესრულდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მას შემდეგ, რაც ქალაქ აბუ-დაბიში 2020 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო,“- აღნიშნა ელჩმა.

როგორია საქართველო - არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავზე - BM.GE-მ ოფიციალური სტატისტიკა შეკრიბა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.