მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი Emaar Properties-ის დამფუძნებელს, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს შეხვდა

6409ec6e639a7
BM.GE
09.03.23 18:40
716
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Eagle hills-ის დამფუძნებელსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს და Emaar Properties-ის დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური აკეთებს.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, პრემიერი ასევე შეხვდა UAE-ს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი მოჰამედ აბდულა ალსაიეს შეხვდა.

“მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კონკრეტული პროექტები მიმოიხილეს, რომლებში ინვესტირების სურვილიც მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა გამოთქვა.

ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და კურორტების განვითარების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ დიდ პოტენციალს,”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Emaar Properties მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით. Emaar Properties აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.

Eagle hills კი არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს 9 ქვეყანაში 45-მდე პროექტი აქვს განხორციელებული.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კომპანია Eagle Hills-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი წევრი აჰმად თანი რასედ ალმატრუში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი საქართველოში აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.