მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ევროპული სკოლის გახსნა არის ახალი ნაბიჯი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში

5d7f5f1710ee3
თელარა გელანტია
16.09.19 14:06
624
„ევროპული სკოლის გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემისთვის და რაც მთავარია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს პროექტის წამოწყებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს სკოლა, მისი ხასიათი ადასტურებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას, იმ სიღრმეს, რა დონეზეც ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა ვითარდება. ამ სკოლის მოსწავლეები იქნებიან იმ ფასეულობების მატარებლები, რომელმაც უნდა გააძლიეროს ეს ქვეყანა და საბოლოოდ, გახადოს ევროკავშირის ორგანული ნაწილი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის ასევე მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და თბილისის მერ კახა კალაძეს.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩადეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდება. სკოლისთვის მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ გამოყო.