მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება

5ca8d7d82de15
თელარა გელანტია
06.04.19 20:39
1458

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება.

ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის - aigroup-ის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მე მინდა დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში, იწყება ელექტრომობილების წარმოება. კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელია და რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორიც არის „ვოლვო“,“ ვოლკსვაგენი“, „ფორდი“, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს  ელექტრომობილები მივაწოდოთ. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც, ქალაქი რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და ქუთაისლებს „ეს დიდი ამბავი მიულოცა“.

პრემიერის თქმით, ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50% იქნება შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი, ხოლო 20 000 ავტომობილი ექსპორტზე ევროკავშირში გავა.

„ეს არის უდიდესი წარმატება, ელექტრომობილები, საქართველოში წარმოებული, წარწერით - made in Georgia იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპის ბაზარზე საქართველოდან. ჩვენ ამ ქარხანაში დავამზადებთ 4 მოდელის ელექტროავტომობილს, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ გაყიდონ თავიანთი ძველი ავტომობილები და შეიძინონ ახალი ელექტრომობილები, ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. მინდა ასევე გითხრათ ისიც, რომ ჩვენ მოგვიწია ძალიან დიდი კონკურენციის დაძლევა, რამდენიმე ძალიან მსხვილი და ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს, რომ მათთან შექმნილიყო ეს საწარმო. მე მინდა, რომ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სწორედ საქართველოში შეიქმნება ასეთი მაღალტექნოლოგიური წარმოება, ეს არის დიდი გამარჯვება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გამარჯვებები წინ კიდევ უფრო ბევრი გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები