მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის დავალებით, საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთების ფასზე ჭერი წესდება

5e78812906b43
ელენე გოგბერაშვილი
23.03.20 13:20
4807
საგარეო საქმეთა მინისტრ  დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთების ღირებულება მკაცრად გაკონტროლდება. როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, პრემიერის დავალებით, დაწესდება ჭერი, რომელიც ავიაკომპანიამ უნდა დაიცვას.

„პრემიერ მინისტრის დავალებით და ეს მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რომ ბილეთის თანხა არ აღემატებოდეს 199 ევროს. ეს უნდა დაიცვას გადამზიდავმა ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს რეისებს. გვესმის, რომ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია ეს ჭერი იყოს მტკიცედ, მყარად დაცული ავიაკომპანიის მიერ“, - განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა იმ რეისების თარიღები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად არის უახლოეს პერიოდში დაგეგმილი.

„გუშინ, პრემიერის დავალებით, მთელი ღამე ვმუშაობდით „საქართველოს ავიახაზებთან“ ერთად, შედგენილია გრაფიკი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.

დღეს განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ბერლინსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში კონცენტრირებულ მოქალაქეებს. ხვალ განხორცილდება „ეგეოსის ავიახაზების“ მიერ თბილისისკენ რეისი, რომელიც ჩამოიყვანს საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეებს და აქედან, საბერძნეთის მოქალაქეებს წაიყვანს.

გარდა ამისა, დაგეგმილია შემდეგი რეისები:

26 მარტი - თბილისი-ვენა-თბილისი
31 მარტი - თბილისი-ამსტერდამი -თბილისი
3 აპრილი - თბილისის-ვარშავა-თბილისი
7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი
10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.