მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის შუა აზიაში ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - დარჩიაშვილი

62d7db89f01a2
მარიამ იზორია
20.07.22 15:30
628
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის თურქმენეთში ოფიციალურ ვიზიტს აფასებს.

როგორც ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ის ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„ზოგადად, პრემიერ-მინისტრის შუა აზიაში ვიზიტს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა. როგორც ცნობილია, ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთში და დღეს უკვე თურქმენეთში სრულდება მისი ოფიციალური ვიზიტი.

ამ ვიზიტმა საერთო ჯამში უნდა შეუწყოს ხელი ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც ერთი მხრივ ამ რეგიონს გააჩნია, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს, რათა ჩვენ შევძლოთ აღნიშნული თანამშრომლობის შესაბამისად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი რეგიონში,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.