მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები წარადგინა

60b4b7d8ac1cd
ანა ჯოხაძე
31.05.21 14:15
1290
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები წარადგინა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტს გიორგი გუგუჩია, შიდა ქართლის რეგიონის კი ვალერიან მჭედლიძე დაიკავებს.

“გიორგი გუგუჩია იქნება სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ახალი გუნერნატორი. პროფესიით არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. მას სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. მუშაოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში.

რაც შეეხება შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობას, მას დაიკავებს ვალერიან მჭედლიძე. ბატონო ვალერი ხელმძღვანელობდა გარემოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სოფლის მეურნების სამინისტროს მელიორაციისა მიწის მართვის დეპარტამენტს”-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, სამეგრელო ზემო სვანეთის გუნერნატორის პოსტი მალხაზ თორიამ დღეს დატოვა. რაც შეეხება ქვემო ქართლის გუნერნატორის პოსტს, მას ამ დრომდე შოთა რეხვიაშვილი იკავებდა.