მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Primak-ის მომხმარებლის რიცხვი პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა

607ecbbd8fddf
ნათია თაქთაქიშვილი
20.04.21 23:00
569
ირლანდიური მოდის სახლის Primark-ის მომხმარებელთა რიცხვი პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. ქსელი აცხადებს, რომ გაყიდვების რეკორდულ ნიშნულზე გასვლა გახსნიდან პირველივე კვირას შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Primark-ი პანდემიამ და პანდემიასთან დაკავშირებულმა აკრძალვებმა მნიშვნელოვნად დააზარალა, მისი მაღაზიები სამ თვეზე მეტი დაკეტილი იყო. შედეგად კომპანიამ დაახლოებით 1.1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი იზარალა.

ამასთან, Primark-ი აცხადებს, რომ რაც კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციები შემსუბუქდა, მაღაზიათა ქსელის ფილიალებმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნეს.

„ამჯერად ჩვენს პროდუქციაზე რეკორდულად მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა, განსაკუთრებით კი ქალის ტანისამოსზე“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბრენდი ლოქდაუნის დროს ონლაინ გაყიდვებზე არ გადასულა, რადგან მათი განმარტებით, აღნიშნული სერვისის დამატება ბრენდის იაფიან პროდუქციას გააძვირებდა, ხოლო პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, სერვისის ფასი, ზოგ შემთხვევაში საქონლის ღირებულებას გადააჭარბებდა.

ბრენდს მსოფლიოს მასშტაბით 389 მაღაზია აქვს, აქედან 305 მათგანი დაწესებული ლოქდაუნების გამო დახურული იყო.