თიბისი კაპიტალის მაკრო მიმოხილვის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის საპროგნოზო მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული და საბაზო სცენარით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდაა ნავარაუდები.
„მაშინ, როდესაც საომარი კონფლიქტის სწრაფი გადაწყვეტა, ჯერჯერობით, უფრო ოპტიმისტური მოლოდინია, საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის კუთხით, საპროგნოზო მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.
გაურკვევლობა კვლავ მაღალია, თუმცა შემუშავებული საბაზო სცენარით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდაა ნავარაუდები. აღსანიშნავია, რომ როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ეკონომიკური აქტივობის მატების პოტენციალი, დაახლოებით, 7.5% იყო. ამაზე იანვარ-თებერვლის მაჩვენებლები მიუთითებს. ამასთან, ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები მარტშიც საკმაო მდგრადობას ინარჩუნებს. კერძოდ, მიგრაციის ეფექტის ნაწილობრივი კონტრიბუციით, გრძელდება ტურიზმის აღდგენის დინამიკა. ასევე, პოზიტიურ ზრდას ინარჩუნებს გზავნილებიდან მიღებული შემოსავლები. სავაჭრო ბალანსის კუთხით, მართალია იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა გაზრდილი ფასების ხარჯზე, მიუხედავად უკრაინასა და რუსეთში მნიშვნელოვანი შემცირებისა, ასევე იმატებს საექსპორტო შემოსავლები და საქონლით სავაჭრო ბალანსი მხოლოდ ზომიერად უარესდება. გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვების მხრივ, წელს შედარებით მცირე წვლილია გათვალისწინებული.
ლარის კურსთან დაკავშირებით შეფასება დიდწილად ნეიტრალურია. ლარის მხარდამჭერი არგუმენტებიდან აღსანიშნავია საბაზო სცენარით სავალუტო შემოდინებებისა და გადინებების ბალანსის გაუმჯობესება. ასევე, მართალია მაღალი ინფლაცია წელსაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება და 2021 წლის მსგავსად, არაერთ შემთხვევაში მოსახლეობის რეალური შემოსავლების მატება სათუოა, თუმცა ეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების წინაპირობაა, რაც ლარის კურსისათვის პოზიტიური ფაქტორია. ამასთან, რეგიონის სხვა ვალუტებთან ლარის საშუალო კურსი მცირედით, მაგრამ შედარებით მაინც უფრო სუსტი ლარის არგუმენტია.
საყურადღებოა, რომ, ჩვენი შეფასებით, მინიმუმ არ არის აუცილებელი, ლარის შესაძლო გაუფასურებამ ეკონომიკის ზრდის შეფერხებაზე გარკვეული დამაბალანსებელი ეფექტი იქონიოს. უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკისათვის უფრო რელევანტური ანალიზის საფუძველზე, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკის ზრდას შორის შესაძლოა უარყოფითი კავშირიც კი არსებობდეს, განსაკუთრებით თუ ადგილი აქვს ე.წ. შოკის გამაძლიერებლის ეფექტს”, - წერია თიბისი კაპიტალის მაკრო მიმოხილვაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ