მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურა სასამართლოებში საქმეების დისტანციურ განხილვაში ჩაერთო

5e7b507008b86
BM.GE
25.03.20 16:34
726
საქართველოს პროკურატურა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, 2020 წლის 22 მარტიდან აქტიურად ჩაერთო საერთო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეების დისტანციურ განხილვაში. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"საქართველოს პროკურატურის ყველა ოფისი აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და მოხდა პროგრამული უზრუნველყოფა, რაც პროკურორებს აძლევს შესაძლებლობას დისტანციურად ჩაერთონ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა განახორციელონ პროკურატურის ოფისებიდან.

დღეის მდგომარეობით, დისტანციური წესით უკვე ჩატარდა 60-ზე მეტი სხდომა. დისტანციურად ტარდება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის სხდომები, აგრეთვე, არსებითად განიხილება ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა განხილვაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადების დაცვის თვალსაზრისით პრიორიტეტულია.

დისტანციური პროცესების დროს სრულად არის უზრუნველყოფილი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დაცვა და პროცესის მონაწილე ყველა მხარეს ეძლევა საკუთარი საპროცესო უფლებების შეუფერხებელი რეალიზების საშუალება"-ნათქვამია უწყების განცხადებაში.