მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Promod ქართული ბაზრიდან გადის

5e2d55da79b8d
თელარა გელანტია
26.01.20 13:02
1988
ტანსაცმლის, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების ფრანგული ბრენდი Promod საქართველოს ბაზრიდან გადის.

აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. Facebook-ზე ბრენდის ქართულ გვერდზე მომხმარებლებს ატყობინებენ, რომ იანვრის ბოლოდან მაღაზია იხურება, რადგან ბრენდი ბაზრიდან გადის. მიზეზები უცნობია. Bm.ge ცდილობს დეტალების გარკვევას.

შეგახსენებთ: Promod-ის პირველი მაღაზია თბილისში 2011 წელს გაიხსნა.

ცნობისთვის: Promod 1975 წელს დაარსდა. დღესდღეობით, Promod საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა, რომელიც, ამავდროულად, წარმოდგენილია 55 სხვადასხვა ქვეყანაში, 1000-ზე მეტი მაღაზიით.