09.აგვისტო .2020 11:16

პროტოკოლი კერძო ბაღებისთვის მომდევნო კვირაში იქნება მზად - ბექა ფერაძე

views 1072
უკან

შრომის პირობების ინსპექტირების უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, კერძო ბაღებისთვის შესასრულებელი პროტოკოლი მზად მომდევნო კვირაში იქნება.

bm.ge-თან საუბრისას ფერაძემ განაცხადა, რომ 5კვ.მ-ზე ერთი ბავშვის დაშვება სავალდებულო არ იქნება.

"მომდევნო კვირაში იქნება ცხადი ის მოთხოვნები, რაზეც ვმუშაობთ კერძო ბაღებისთვის. ბუნებრივია, პრევენციულ ღონისძიებებს განვსაზღვრავთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ 5კვ.მ-ზე ერთი ბავშვი დაიშვება.

იმპერატიულად არ ვამბობთ, რომ ეს ასე იქნება, ვიმსჯელებთ და განვსაზღვრავთ პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც იქნება უსაფრთხო ბავშვებისთვის და დასაქმებულებისთვის. კვადრატულობის გარდა სხვა პრევენციულ ღონისძიებებზეც ვმსჯელობთ. გვაქვს კონსულტაციები, როგორც საჯარო ისე კერძო ბაღებთან და კონსესუსი იქნება მიღწეული.
პროტოკოლი იქნება აგვისტოს შუა რიცხვებამდე მზად, სექტემბრიდან მათ მიეცემათ მუშაობის განახლების უფლება." -განაცხადა ფერაძემ.