მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PSP - კომპანიის მოგების მარჟა 5%-ს არ აღემატება

5def5e0aa9a70
ინგა მურუსიძე
11.12.19 10:15
1137
PSP-ს მოგების მარჟა 5%-ს არ აღემატება, - ამის შესახებ კომპანიის ოპერაციების დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არასწორია იმის თქმა, რომ მედიკამენტებზე ფასები 70%-ით არის გაზრდილი.

"მედიკამენტების ფასი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტის კურსი, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს მედიკამენტის ფასწარმოქმნაზე; ასევე არის მომწოდებლის მიერ სხვადასხვა ფასების შეთავაზება სხვადასხვა ეტაპზე. სხვა ბევრ კომპონენტთან ერთად ხდება მედიკამენტებზე ფასწარმოქმნა. ის, რომ თითქოს ზემოგებაზე მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები, ჩვენს მაგალითზე ვიტყვი, რომ სწორი არ არის. კომპანია PSP-ს მოგების მარჟა 5%-ს არ აღემატება“, - განაცხადა ბრეგვაძემ.