მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Qantas 6,000-მდე თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს

5ef4673946b65
ნათია თაქთაქიშვილი
25.06.20 14:34
780
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ავსტრალიის უმსხვილესი ავიაკომპანია Qantas 6 000-მდე თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს, რაც კომპანიაში დასაქმებულების 1/5-ს შეადგენს.

BBC-ს ინფორმაციით, ავიაკომპანიის განცხადებით, ისინი იძულებულები არიან დასაქმებულები სახლში გაუშვან, რათა გაკოტრებას გადაურჩნენ. ამასთან, კრიზისის დასაძლევად ავიაკომპანია აპირებს სახელმწიფოსგან სესხის სახით 1.9 მილიარდი ავსტრალიური დოლარი აიღოს, რაც 1.3 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა ოქტომბრის ბოლომდე ყველა საერთაშორისო ავიარეისი გადადო. ავიაკომპანია ქვეყნის გარეთ ავიარეისებს მხოლოდ ახალი ზელანდიის მიმართულებით განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის საზღვარი უცხოელებისთვის მომავალი წლის დასაწყისამდე იქნება დაკეტილი, რათა ქვეყანაში კორონავირუსის ხელახალი გავრცელება არ მოხდეს.