მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბაზარზე ახალი საკურიერო კომპანია GO EXPRESS-ი შემოვიდა

600e68078fa40
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.21 10:52
3022
ამანათების გადაზიდვის სფეროში ახალი საკურიერო კომპანია „გოუ ექსპრესი“ გამოჩნდა.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, კომპანია უკვე 7 თვეა ოპერირებს ქართულ ბაზარზე და დღეს უკვე კონკურენტებისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. „გოუ ექსპრპესი“ მომხმარებელს მთელი თბილისის მასშტაბით, ასევე თბილისის შემოგარენისა და რუსთავის მიმართულებით 20 კგ-მდე ამანათების გადაზიდვის სერვისს სთავაზობს. აღნიშნულ ლოკაციებზე შესაძლებელია მომსახურების 3 პაკეტით სარგებლობა:

• იმავე დღის მიწოდება
• შემდეგი დღის მიწოდება
• ეკონომ პაკეტი (3-4 სამუშაო დღეში მიწოდება)

კომპანიას დასაქმებული ჰყავს 17 ადამიანი. დღეს უკვე „გოუ ექსპრესი“ 500 მდე კომპანიასა და ფიზიკურ პირს ემსახურება. დამფუძნებლების თქმით, პრიორიტეტია, მომხმარებელს შეეთავაზოს მისაღები ფასი და დახვეწილი სერვისი. კომპანიას აქვს მოქნილი პორტალი (www.goexpress.ge), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ონლაინ კურიერის გამოძახება.

კომპანიის დამფუძნებლებმა „ბიემჯისთან“ საუბარში განაცხადეს, რომ მუშაობა მიდის მომსახურების არეალის გაზრდაზე. მალე ამანათების რეგიონებში გაგზავნა „გოუ ექსპრესით“ იქნება შესაძლებელი.
(NS)