მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ვებპლატფორმა daraba.art გალერეებს თანამშრომლობას სთავაზობს

5e6f24745d29b
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.20 21:05
1202
ქართული ხელოვნების პირველი ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმა daraba.art-ი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელოვნების გალერეებს აქტიურ თანამშრომლობას სთავაზობს.

ამის შესახებ BM.GE-ის ვებგვერდის დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ განუცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჯანმოს რეკომენდაციის თანახმად მოქალაქეებისთვის თავშეყრის ადგილებში შეკრება რეკომენდებული აღარაა, შესაბამისად ვხვდებით რომ ხელოვნების გალერეებს დამთვალიერებელი მოაკლდება. ამიტომ ვთავაზობთ ჩვენი ონლაინ პლატფორმის გამოყენებას საგამოფენო სივრცეებში არსებული ნამუშევრების გასაყიდად“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

მისი ინფორმაციით, daraba.art-ია ონლაინ პლატფორმა 2019 წლის 13 სექტემბრიდან ამოქმედდა და ამ პერიოდის განმავლობაში პოპულარობა არამხოლოდ ქართველებში, არამედ უცხოელ მოგზაურებშიც მოიპოვა.

"ამ დროისთვის ვებგვერდზე დაახლოებით 100-ზე მეტი ქართველი მხატვრის 800-მდე ნამუშევარია განთავსებული, სადაც ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ ერთიან ონლაინ სივრცეში დაათვალიერონ ქართული ხელოვნების სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ მდგომარეობას და მომხმარებელს ვთავაზობთ ონლაინ მომსახურებას, სახლში მიტანის სერვისს და ასევე განვადებას", - აღნიშნავს ქართული ხელოვნების ონლაინ პლატფორმის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, ონლაინ პლატფორმა daraba.art საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსებით შეიქმნა. იდეის ავტორმა გიორგი კეკელიძემ 100 000 ლარიანი გრანტი გასულ წელს მოიგო და იდეა რეალობად აქცია.