გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი 20 ოქტომბერს შევა ძალაში და მისი ამოქმედება აღარ გადავადდება.
საქმე ისაა, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით, იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი. საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლისას, იგივე დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილი იქნას ვეტერინარული სერტიფიკატის სახითაც, ხოლო მასში მითითებულ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში, წყლის საერთო რაოდენობა უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 5%-ისა. იმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ აღნიშნულ სერთიფიკატს მათ პარტნიორები ვერ აწვდიან, შესაბამისად, ხორცს იმ რაოდენობით ვეღარ შემოიტანენ და შეიქმნება დეფიციტი. რეგულაციის ამოქმედება მთავრობამ ერთხელ უკვე გადადო(აპრილში) და რათა, პანდემიიდან გამომდინარე ბაზარზე ხორცის დეფიციტი არ შექმნილიყო.
„როცა რეგულაციის ამოქმედების გადავადების გადაწყვეტილება მივიღეთ, გვახსოვს, რომ ეს იყო კოვიდთან დაკავშირებული მძიმე პერიოდი, როცა სხვადასხვა ქვეყანა ზღუდავდა ექსპორტს. ამ შემთხვევაში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა, ის, რომ არ ყოფილიყო დეფიციტი არც ერთ მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტზე. ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და ამაზე პასუხს სრულად ვაგებთ.
მაშინ იყო სპეკულირება ადგილობრივი მწარმოებლებისგან, რომ ვიღაცის ინტერესების ლობირება ხდებოდა და ა.შ. ახლა ჩვენ არ ვგეგმავთ არანაირ გადავადებას, არ ვხედავთ შეზღუდვებს მსოფლიო ბაზარზე. აქ არის ორი ჯგუფი, მათგან ერთი გვადანაშაულებს, რატომ მოხდა ეს, არასწორი იყოო, მეორე, არის იმპორტიორების ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ ამის შედეგად საქართველოში იქნება დეფიციტი. რა თქმა უნდა, დეფიციტი არ იქნება, იქნება ვაჭრობა, თან სამართლიანი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც ასეთი მკაცრი და მკაფიო რეგლამენტი არსებობს, მათ შორის მარკეტინგული სტანდარტები სახელმწიფო რეგლამენტის დონეზეა აყვანილი, იგივე ქათმის ხორცთან დაკავშირებითაც.
„საქართველოში დეფიციტი არ შეიქმნება და მთავრობა თავის გადაწყვეტყილებას არ გადახედავს“, - ამბობს ლევან დავითაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ