"100%-ით ვერ გეტყვით", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე - "მომხდარა თუ არა საქართველოში სანქციებისგან თავის არიდების შემთხვევები" - პასუხად.
დიპლომატმა ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს მათი მიღებისთანავე შეუერთდა და ამ მხრივ ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ სწრაფად გადადგა ნაბიჯები. ფიზიკური ტვირთების მიმართ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით კი აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ამ მხრივაც საქართველოს აშშ-ის ტექნიკური მხარდაჭერა ადგება.
“საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ შეუერთდა ფინანსურ სანქციებს, ჩვენ არც კი დაგვჭირდა შესაბამისი მიმართვის გაკეთება, რომ ეროვნული ბანკი უკვე ხურავდა ამ მხრივ არსებულ საკითხებს; და საქართველო საკმაოდ ფრთხილად მოქმედებს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხანგრძლივი თანამშრომლობა საბაჟო სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან, რათა დაიფაროს შესაძლო ხვრელები თუკი ისინი არსებობს. ეს იქნება პორტებში თუ სახმელეთო საზღვრებზე. ეს არის წლების განმავლობაში ერთად მუშაობის შედეგი, ის ტექნიკური მხარდაჭერა და აღჭურვილობაც, რომელიც არამხოლოდ აშშ-ისგან არამედ სხვა პარტნიორებისგან აქვს ამ მიმართულებით მიღებული, საქართველოს ეხმარება იმაში რომ უკეთ გააკონტროლოს საზღვრებზე შემოსული ტვირთები," - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
კელი დეგნანმა ასევე ისაუბრა იმ ეკონომიკურ გავლენაზეც, რაც საქართველოს მიერ სანქციების სრულად აღსრულებას აქვს. ამ მიმართულებით ელჩი გამოეხმაურა არგუმენტს, რომ "პატარა საქართველოს არ შეუძლია ამ მხრივ გავლენის მოხდენა".
კელი დეგნანის თქმით, ამის გასამართლებლად ხშირად მოჰყავთ არგუმენტები რეგიონის სხვა ქვეყნებიდან, რომელთაც შესაძლოა უფრო დიდი გავლენა ჰქონდეთ და ამა თუ იმ სახით ასრულებენ სანქციების მოთხოვნებს. ამის მიუხედავად, აშშ-ის ელჩი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ გააკეთოს მაქსიმუმი რაც შეუძლია სანქციებთან მიმართებით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება