მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"20 ათას გარდაცვლილს არ მივიღებთ" - მინისტრი ბიძინა კულუმბეგოვს პასუხობს

5fb2639c02a4d
ინგა მურუსიძე
16.11.20 15:46
1982
"20 ათას გარდაცვლილს არ მივიღებთ" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ასე გამოეხმაურა მინისტრი ჟურნალისტის კითხვის პასუხად ინფექციონისტ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საჭიროა "ლოქდაუნი"; ამასთან, ექიმი უშვებს იმის ალბათობას, რომ კოვიდმა საქართველოში 15-დან 20 ათასამდე მოქალაქე იმსხვერპლოს. 

„მიუხედავად, ჩემი დიდი პატივისცემისა, 20 ათას გარდაცვლილს არ მივიღებთ. ეს რიცხვი არც ერთ გათვლაში არასდროს მიგვიღია. მთავრობა თანაშრომლობს ყველა ეპიდემიოლოგთან და ექსპერტთან. დღეს ჩანიშნულია დამატებითი შეხვედრა ექსპერტებთან ერთად და მათთან ერთად გადავწყვეტთ შემდეგ ღონისძიებებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის: დღეისთვის საქართველოში კორონავირუსით 733 ადამიანია გარდაცვლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები