მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"595 ვიზიტორი ერთ კვირაში" - რა ხდება იმერეთის მღვიმეებში?

5ef0acacf19fb
ინგა მურუსიძე
22.06.20 17:00
2296
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, იმერეთმა ვიზიტორების მიღება დაიწყო, ხოლო სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებმა ერთი კვირის განმავლობაში 595 ადამიანი მიიღო.

"ორშაბათიდან დღემდე 595 ადამიანი მივიღეთ სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებში, რა თქმა უნდა, ეს ციფრი, იმ ფონზე, როდესაც თითოეული ლოკაცია, დაახლოებით, 1500-დან 2000-მდე ადამიანს მასპინძლობდა შარშან ამ დროს, მცირეა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტორების რაოდენობა იმატებს; გუშინდელი დღის მონაცემებით, იყო 100-130 სტუმარი, დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი გაიზრდება. ვემზადებით სხვა მიმართულებებითაც, ბევრი საინტერესო ადგილი გვაქვს, რომელსაც ასევე სტუმრობენ ტურისტები, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ახალი ლოკაცია - ვანის მუზეუმი, რომელსაც უკვე ორი კვირის ვადაში გავხსნით და იქნება ძალიან საინტერესო", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისივე თქმით, სასტუმროების ძირითადმა ნაწილმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.

"ყველა სასტუმრო მას შემდეგ იხსნება, რაც გაივლის შემოწმებას და მიიღებს ფუნქციონირების ნებართვას; ასევეა, რესტორნების შემთხვევაშიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ყველა რესტორანი, კაფე და სხვადასხვა ლოკაცია გახსნილია იმერეთში. სასტუმროებს და რესტორნებს თავისი მარკეტინგული ხედვა აქვთ და ფასთა პოლიტიკას თვითონ განსაზღვრავენ, შესაბამისად, ზოგიერთი აკლებს ფასებს იმისთვის, რომ მეტი სტუმარი მიიზიდოს. რაც შეეხება ისეთ ლოკაციებს, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაშია, ჯერჯერობით, ჩვენ ფასდაკლება არ გვაქვს, იგივე ფასებია, რომელიც აქამდეც მისაღები იყო ჩემი აზრით, ქართველი ტურისტებისთვის, მაგრამ თუ ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.