მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის საქართველო მართლაც ლიდერია - პრემიერი

628f4c576a831
მარიამ ვარადაშვილი
26.05.22 13:51
509
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის წინდახედული პოლიტიკის პირობებში ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება.

ის ასევე მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში საქართველო ლიდერობს.

"მსოფლიოსთვის დღეს არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, რამაც მრავალი ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა, ჩვენი მთავრობის წინდახედული, გონივრული, ეროვნული ინტერესების პოლიტიკით ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარებას. დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მთავრობის და ჩვენი ხალხის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის”, - განაცხადა ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.