მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანტრე" 2022 წელს ლონდონში 2 ახალ ფილიალს გახსნის

61c9c17907a75
მარიამ იზორია
28.12.21 10:15
1149
საცხობის ქსელი „ანტრე“ 2022 წლის გაზაფხულისთვის ლონდონში ორ ახალ ფილიალს გახსნის.

როგორც bm.ge-ს „ანტრეს“ დამფუძნებელმა ევგენი ფიჩხაიამ განუცხადა, კომპანიისთვის ამ დროისთვის პრიორიტეტი დიდი ბრიტანეთის ბაზარია, რადგან ლონდონში უკვე არსებული „ანტრეს“ ობიექტი ისეთ საწარმოს აერთიანებს, რომელსაც ჯამში, 5 ფილიალის მომარაგება შეუძლია.

ამასთან, მისივე თქმით, 2022 წელს ორ-ორი ახალი ფილიალი აზერბაიჯანსა (ბაქოში) და საქართველოშიც გაიხსნება, საბოლოოდ კი „ანტრე“ საქართველოს მასშტაბით - 16, ბაქოში - 8 და დიდ ბრიტანეთში 3 ფილიალს გააერთიანებს.

„ამ ეტაპისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანია ლონდონის ბაზარზე სწრაფად გაიზარდოს; უკვე ავიღეთ ორი ახალი ლოკაცია მეიფირსა და ვესტმინსტერზე, რომლებსაც 2022 წლის გაზაფხულისთვის გავხსნით, კომპანიისთვის ლონდონის ორი ახალი ფილიალი მომგებიანი და ნაკლებად ხარჯიანი იქნება, რადგან ლონდონში არსებული ჩვენი პირველი ობიექტი ისეთ საწარმოს აერთიანებს, რომელსაც, ჯამში, 5 ფილიალის მომარაგება შეუძლია“, - განმარტავს ევგენი ფიჩხაია.