მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არიან ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობდნენ ტესტირების და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას"

5efee7eb8895a
ინგა მურუსიძე
03.07.20 12:19
999
არიან ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობდნენ ყოველგვარი ტესტირების და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან პირდაპირი ავიარეისების გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს საუბარი უშუალოდ თითოეულ ქვეყანასთან, რადგან ყველა მათგანს აქვს თავისი რეჟიმი საზღვრის გახსნის. ზოგიერთმა არჩია, რომ რეკომენდაციებს სრულად არ მიყვეს და მაგალითად, ავსტრიამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის გარდა სხვა ქვეყნებთან საზღვარი არ გაეხსნა, იტალიამ გადაწყვიტა, რომ გაეხსნა საზღვარი, მაგრამ 14-დღიანი კარატინით და ა.შ. ასევე შვედეთი მზად არის საზღვრის გახსნისთვის, მაგრამ ტესტის გავლის შემდეგ. არიან ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობდნენ ტესტისა და კარანტინის გარეშე საზღვრის გახსნას - ეს არის ის მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან მიმდინარეობს იმისთვის, რომ განვსაზღვროთ რომელ ქვეყანასთან რა რეჟიმში გავხსნათ საზღვარი“, - განაცხადა მაია ცქტიშვილმა.