მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აზერბაიჯანი საქართველოსთვის მოწოდებული გაზის მოცულობას 500 მილიონი კუბური მეტრით გაზრდის"

56d41ef9ce2c6
BM.GE
29.02.16 14:30
1604
აზერბაიჯანი საქართველოსთვის წელიწადში დამატებით 500-700 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს, - აღნიშნულის შესახებ "სოკარის" პრეზიდენტმა, აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
 
როვნაგ აბდულაევის განცხადებით, აქამდე შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანი საქართველოს 800 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, ახლა კი სოკარი მოწოდებას 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის.

"აქამდე ჩვენ არ გვქონდა ტექნიკური შესაძლებლობა გაგვეზარდა საქართველოსთვის გაზის მოცულობა. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმთან, შესაბამისად ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში მიწოდება 70 და 30 პროცენტამდე გაიზრდება (აქამდე არსებული 60 და 40 პროცენტის ნაცვლად).

აღნიშნულის შესახებ ცნობილი სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე გახდა, სადაც კახა კალაძეც იმყოფება. მინისტერიალზე განიხილავენ შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობას. ასევე, Tanap-ისა და Tap-ის პროექტებს, სადაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს მიიღოს დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები შეღავათიან ფასად.