მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზისბანკის" საახალწლო სოციალური კამპანია „ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ვჭირდებით“

63aeb1e0433cb
BM.GE
30.12.22 13:37
500
ბაზისბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ფარგლებში, აგრძელებეს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო კამპანიას.

საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში, ბაზისბანკის თანამშრომლებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ჩართულობით, შეირჩა ოჯახები, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება საზოგადოების გვერდით დგომა. ბენეფიციარებად შეირჩნენ მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახები.

„ჩვენი გუნდის წევრების ჩართულობით, გამოიკვეთა ბენეფიციარების საჭიროებები და სპეციალურად მათთვის შევიძინეთ საახალწლო ნობათი, პროდუქტები, ტექნიკა, სათამაშოები. ბაზისბანკის თანამშრომლების ჩართულობით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ბენეფიციარებს ადგილზე გადავეცით მათთვის საჭირო ნივთები. ბაზისბანკის გუნდს გვჯერა, რომ ერთად კიდევ ბევრს კარგ საქმეს გავაკეთებთ.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

იყავი სანტა მათთვის, ვისაც ძალიან სჭირდება


NS